ლორიაშვილი დავით ავთანდილის ძე (დ. 10.VII. 1986, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მარტყოფი), სპორტსმენი (სამბო, ძიუდო). სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი (2015), სამგზის მეორე (2017, 2019, 2022) და ოთხგზის მესამე (2011, 2014, 2016, 2018) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (2014–15, 2018) და ორგზის მესამე პრიზიორი (2016, 2021), მსოფლიოს ჩემპიონების თასის მფლობელი (2015), ევროპული თამაშების ჩემპიონი (2019), მრავალი საერთაშ. ტურნირის გამარჯვებული. ძიუდოში მსოფლიოს თასის მეორე (2008) და ოთხგზის მესამე პრიზიორი (2008–10, 2013).