ლოსაბერიძე ანდრო ალექსანდრეს ძე (20. V. 1929, თბილისი, – 27. VIII. 1990, ბათუმი), მეცნიერი სამშ. მექანიკისა და სეისმომედეგობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. მექანიკის ფაკ-ტი (1952).
1960-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტში (ახლანდ. სსიპ კ. ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინ-ტი); 1960–90 იყო სამშ. მექანიკისა და ინსტრუმენტების განყ-ბის გამგე; 1990-იდან გარდაცვალებამდე ინ-ტის დირექტორი; პარალელურად 1977-იდან – სპი-ის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის გამგე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების, რ-შიც განხილულია თანამედროვე სამშენებლო მანქანებისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის პრიორიტეტული საკითხები. მის მიერ შემოთავაზებული ორიგინ. მეთოდი უნივერსალურია სხვადასხვა ტიპის საინჟინრო ნაგებობაზე სტატიკური და დინამიკური ზემოქმედების გაანგარიშებისათვის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ტექნიკური მექანიკა (თეორიული მექანიკა, მასალათა გამძლეობა), თბ., 1986 (თანაავტ.: ა. გორგიძე, დ. დანელია); დრეკადობის და პლასტიკურობის თეორია, თბ., 1991 (თანაავტ.: დ. დანელია).