ლოტკინის გორა, მთა თბილისში, ქალაქის ჩრდ. მხარეს, გლდანი-ნაძალადევის რ-ნში. მტკვრის ტერასის (ლოტკინის ტერასა) შემორჩენილი ამაღლებული ნაწილი მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს. სიმაღლე – 511 მ. აგებულია ალუვიონით. აღმ. კალთები დამრეცია, დას. – ციცაბო. განაშენიანებულია. 1848 შედგენილ თბილ. მიდამოების გეგმაზე აღნიშნულია „ლოტიკის თავის გორა“ და „ლოტიკის გორა“. სახელწ. „ლოტკინი“, ისევე როგორც „ლოტიკი“, დაუდგენელი ქართ. სიტყვის რუს. ტრანსკრიფციითაა ნაწარმოები. ლ. გ-ს ადრე იყენებდნენ საძოვრებად; აქ ცხვარი მოჰყავდათ გარე კახეთიდან და ქვემო ქართლიდან – გომარეთიდან (ახლანდ. დმანისის მუნიციპ.); პირველი მოსახლენიც სოფ. გომარეთიდან მოვიდნენ XX ს. 20-იან წლებში.
თ. ბერიძე