ლოქის უღელტეხილი, უღელტეხილი ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტში, ლოქის ქედზე. ზ. დ. 1838 მ. აკავშირებს მდ-ების – მაშავრისა (ხრამის მარჯვ. შენაკადი) და დებედის აუზებს. უღელტეხილის მიდამო აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყითა და სუბალპ. მდელოებით.