ლოცვანი

ლოცვანი, საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც სხვადასხვა დანიშნულების ლოცვებს შეიცავს. განასხვავებენ ლოცვათა ორ კრებულს – კონდაკსა და კურთხევანს. ლოცვათა უძველესი ქართ. კრებულები X ს-ით თარიღდება. მათი შედგენილობა საუკუნეთა განმავლობაში იცვლებოდა.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.