ლუთფი

ლუთფი, ლუთფილა, ალი-ფაშა, ახალციხის ფაშა 1817–18. მესხეთის 1816 სახ. აჯანყების დროს ოსმ. ხელისუფლებამ ახალციხის ფაშობა უწყალობა ჯაყელს, როგორც ქართ. წარმოშობის საგვარეულო სახლის შვილს. ამით სულთნის ხელისუფლება მესხთა ზედა ფენის მიმხრობას ცდილობდა, მაგრამ მან მხარეში მშვიდობა მაინც ვერ დაამყარა. 1818, ახ. მღელვარების მოლოდინში, ლ-მ უარი თქვა ტახტზე, რის შემდეგაც ოსმალეთში გაიწვიეს.

ლიტ.: ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975.

შ. ლომსაძე