ლუკუნის მთა, შინდლარი, მთიანი მასივი ქვემო ქართლის რეგიონის დმანისის მუნიციპალიტეტში, ზემო ხრამის პლატოზე, მდ-ების – გეტის, ორმაშენისა და მაშავრის (ხრამის აუზი) წყალგამყოფი. სიმაღლე ზ. დ. 1899 მ. აგებულია მეოთხეული ვულკანური ლავებით. დამახასიათებელია მთის სტეპის ლანდშაფტი.