ლურისტანის ბრინჯაო, არქეოლოგიაში მიღებული სახელწოდება, რომელიც ირანულ-კავკასიური ცხოველსახოვანი სტილით შესრულებულ ბრინჯაოს ნაკეთობას (სატევრები, ცულები, ქინძისთავები, ტანსაცმლის სამკაული, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები და სხვ.) აღნიშნავს. მასალა ძირითადად მოპოვებულია ლურისტანის (დას. ირანი) უძველესი სამარხების გათხრების დროს. ზოგი მეცნიერი ლ. ბ-ს ძვ. წ. II ათასწლ. II-ს. მიაკუთვნებს და კასიტებს უკავშირებს. უახლესი გამოკვლევების მიხედვით (მ. შ. არქეოლ. მონაპოვრის), ლ. ბ. განეკუთვნება ძვ. წ. VIII–VI სს. მკვლევართა ნაწილი მასალას კიმერიელებს და სკვითებს უკავშირებს.
ლიტ.: რამიშვილი ა., კოლხეთის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, ბათ., 1974; Дьяконов И. М., История мидии от древнейших времён до конца IV в. до н. э., М., Л., 1956; Godard A., Les bronzes du Luristan, P., 1931; Zahlhaas G., Luristan: Antike Bronzen aus dem Iran. Archäologische Staatssammlung München, Museum für Vor-und Frühgeschichte, Münch., 2002.