ლურსმანაშვილი ვლადიმერ სამსონის ძე (13. XII. 1909, სოფ. ჩხერი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 16. VI. 1987, თბილისი), საბჭოთა კავშირის გმირი (13. XII. 1942). პოლკოვნიკი (1964). დაამთავრა თსუ (1935). II მსოფლიო ომის დროს იყო 392-ე ქართ. მსროლელი დივიზიის 802-ე მსროლელი პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაურის მოადგილე პოლიტ. ნაწილში. 1942 წ. 30 ოქტ. ქ. ნალჩიკის რ-ნში ლ-ის ხელმძღვანელობით ასეულმა დიდი ზიანი მიაყენა მტერს, რისთვისაც მიენიჭა სსრკ გმირის წოდება. მუშაობდა შინაგან ჯარებში. 1946 მარტიდან თადარიგში გავიდა.
მიღებული აქვს ლენინის ორდენი და სხვა სახელმწ. ჯილდოები.
ტ. ჩინჩილაკაშვილი