ლურჯი ნარი

ლურჯი ნარი, ლურჯეკალა (Eryngium), მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახია. 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპ. სუბტროპ. და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრ. ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა გავრცელებული. ზოგიერთი მათგანი სარეველაა. E. planum შეიცავს საპონინებსა და ეთეროვან ზეთებს. იყენებენ ამოსახველებელ საშუალებად.