ლუტიძე ბიძინა ივანეს ძე (23. I. 1925, სოფ. ალისუბანი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი, – 30. VII. 2005, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967), მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). საქართვ. ფილოს. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995). მონაწილეობდა II მსოფლიო ომში (1939–-45). დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1950). 1953-იდან მუშაობდა იქვე. 1970–2004 იყო ჰუმანიტ. ფაკ-ტის ფილოს. კათედრის გამგე, ამავე კათედრის პროფესორი (1967).
ლ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა სოც. ფილოსოფია, პიროვნების ფორმირება, საზ-ბისა და პიროვნების ურთიერთობა, საზ-ბის სოც. განვითარება და სხვ.
გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და სამეცნ. სტატიები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).
თხზ.: შრომა და ადამიანი, თბ., 1967; თაობათა ურთიერთობა საზოგადოებაში, თბ., 1972; ისტორიული მატერიალიზმის საკითხები, თბ., 1978; კოლექტივი და პიროვნება, თბ., 1979; სოციოლოგიის შესავალი, თბ., 1996; სოციოლოგიური აზრის ისტორია, თბ., 2000; სოციოლოგია, თბ., 2002; გლობალიზაცია: არსი, პრობლემები, თბ., 2003.