ლუხუმი

ლუხუმი, ლუის ლუხუმი, თუში სახალხო გმირი. იგი ლეკთა მოთარეშე რაზმთან შეტაკების დროს კლდიდან გადაიჩეხა. მოთარეშეებს ლ. მკვდარი ეგონათ და ტრადიციული წესისამებრ მარჯვენა მოაჭრეს. იგი გველმა განკურნა, მაგრამ გზად მიმავალმა ლეკებმა კვლავ შეიპყრეს და თავიანთი მიცვალებულის საფლავზე დაკლეს. ლ-ის ხალხ. სახე გამოიყენა ვაჟა-ფშაველამ პოემებში („ბახტრიონი“, „სტუმარ-მასპინძელი“).

ლიტ.: შანიძე ა., ხალხური პოეზია, თბ., 1931; მისივე, ვაჟა-ფშაველა, თბ., 1961; ჩიქოვანი მ., ვაჟა-ფშაველა და ხალხური პოეზია, თბ., 1956; ცოცანიძე გ., გიორგობიდან გიორგობამდე, თბ., 1988.

დ. გოგოჭური