ლუხუნი

ლუხუნი, მდინარე ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. მდ. რიონის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს ლეჩხუმის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2650 მ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართ. 239 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 12,1 მ 3/წმ. მდინარის ქვემო დინებას იყენებენ ხეტყის დასაცურებლად.