ლუხუნის (ლუხუმის) დარიშხანის საბადო, მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდ. მადნისღელის (მდ. ლუხუნის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. საბადო დაკავშირებულია ზედაიურულ-ქვედაცარცული ფლიშის ზედა კარბონატულ წყებასთან. წყების სამხრ. პერიფერიაზეა შეცოცების ტიპის რღვევა, რ-ის ფარგლებშიც ლოკალიზებულია მადნიანი სხეული. ძირითადი მადნეული მინერალებია რეალგარი და აურიპიგმენტი. საბადო მიეკუთვნება ჰიდროთერმულ ტიპს; წარმოშობილია დაბალ და ნაწილობრივ საშ. ტემპ-რაზე, ძირითადად გვერდითი ქანების მეტასომატური შეცვლის შედეგად და უკავშირდება კაინოზოური ასაკის მაგმატიზმს. ლ. დ. ს-ს ბაზაზე სოფ. ურავში XX ს. 90-იან წლებამდე მუშაობდა რაჭის სამთო-მეტალურგიული კომბინატი.
ე. კახაძე