ლუხუნის უღელტეხილი, მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, შოდაკედელას ქედის ჩრდ.-დას. ნაწილში, მდ-ების – რიონისა და საკაურის (რიონის მარჯვ. შენაკადი) ხეობებს შორის, ზ. დ. 2675 მ. იგი აკავშირებს ონისა და ამბროლაურის მუნიციპ-ებს. უღელტეხილის მიმდებარე ტერიტ. აგებულია ზედაიურული და ქვედაიურული კარბონატული ქანებით. ფერდობები შემოსილია სუბალპ. ბალახეულით.