ლუხუნისწვერი, მთა ლენტეხისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლეჩხუმის ქედის ჩრდ.-აღმ-ით, მდ-ების – რიონის, ლუხუნისა და ხიდურის (ცხენისწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფი. სიმაღლე ზ. დ. 3216 მ. აგებულია იურული ნალექებით – თიხიანი და კირიანი ფიქლებით. მთის კალთები დაფარულია ალპ. მდელოებით. გზა მიემართება მდ. ლუხუნის ხეობიდან.