ლომთაძე ბექა ემზარის ძე (დ. 23. XI. 1991, ქუთაისი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). მსოფლიოს ჩემპიონი (2019) და მეორე პრიზიორი (2016). ევროპის პირველი თამაშების მეორე პრიზიორი (2015); ევროპის ჩემპიონატის სამგზის მეორე (2018–20) და მესამე (2021) პრიზიორი; მსოფლიო თასის მესამე პრიზიორი (გუნდური, 2016); ევროპის ერთა თასის გუნდური შეჯიბრის გამარჯვებული (2016). სხვადასხვა საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ლ. 2019 სხვებთან ერთად დაასახელა საქართვ. საუკეთესო სპორტსმენად.