ლოლაძე დიმიტრი რევაზის ძე

დ. ლოლაძე

ლოლაძე დიმიტრი (დემიკო) რევაზის ძე (დ. 3. IV. 1944, თბილისი), პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. (1968) და იურიდ. (1987) ფაკ-ტები, ზ. ფალიაშვილის სახ. თბილ. მე-2 სამუსიკო სასწავლებელი (1965). არის საქართვ. მწერალთა შემოქმედებითი კავშირის, მხატვართა, ჟურნალისტთა კავშირებისა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი.

ლ. მრავალი წიგნის, კრებულისა და ალბომის ავტორია, მ. შ. „ქართული ფეხბურთის დიდგორი“, „შოთა იამანიძე“, „მიხეილ მესხი“, „სლავა მეტრეველი“, „ვლადიმერ ბარქაია“, „ავთანდილ ღოღობერიძე“, „სერგო კოტრიკაძე“, „გივი ჩოხელი“, „მურთაზ ხურცილავა“, „ბორის სიჭინავა“, „ილია დათუნაშვილი“, „ბორის პაიჭაძე“, „ჯემალ ზეინკლიშვილი“, „ვახტანგ ჭელიძე“, „ნოდარ ახალკაცი“, „ვიტალი დარასელია“, „ალექსანდრე ჩივაძე“, „ოთარ გაბელია“, „სერგო კუტივაძე“, „ძმები ნოდიები“, „დავით ყიფიანი“, „ფირუზ კანთელაძე“, „ჯემალ ცერცვაძე“, „ვაჟა აზარაშვილი“, „დრო და ადამიანები“ (I–V ნაწ.), „საგა ვარსკვლავურ წყვილზე“, „იმედო ფხაკაძე“ და სხვ. მან ორი კრებული მიუძღვნა საქართვ. ეროვნ. გმირს ჟ. შარტავას.

ლ-ს მინიჭებული აქვს საქართვ. დამს. მასწავლებლის (1988), სპორტის დამს. მუშაკის (1999), „თბილისზე მზრუნველის“ (2014), ქართ. კულტურის ამაგდარის (2016), დამს. ჟურნალისტის (2019), „სპორტის რაინდის“ (2021) წოდებები.

მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის (2001), ივ. ჯავახიშვილის (2003), გ. ნიკოლაძის (2005), სეოკ-ის ოლიმპიური (2020) მედლები, სპეც. პრიზი ქართ. ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (2021). არის ღირსების ორდენის (ორგზის – 1999, 2018) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2017).

თ. დოლიძე