ლიშო

ლიშო, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტში (არტნის თემი). მდებარეობს ქართლის ქედის აღმ. კალთის ძირას, მდ. ივრის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1200 მ. თიანეთიდან 9 კმ. 62 მცხ. (2014).

სოფლის ტერიტორიაზეა XVIII ს. ეკლესია და ხახმატის ჯვრის ეკლესია.