ლილე

ლილე, მზის ღვთაება სვანურ მითოლოგიაში. მის შესახებ რაიმე ჩამოყალიბებული მითი არ შემონახულა, თუმცა ლ-სადმი მიძღვნილი სასიმღერო ჰიმნის (იხ. „ლილე“) შინაარსიდან ნათლად ჩანს, რომ იგი სინათლის უძველესი წარმართული ღვთაებაა – შუმერების ენლილის, ეგვიპტელთა რას და ბერძენთა ფებოსის მსგავსი. გავრცელებული ვერსიით სვანური ლ. უფრო მეტად შუმერულ ენლილის უკავშირდება.

  ზ. ეკალაძე