ლვოვი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე

ლვოვი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე (1897, თბილისი, – 11. V. 1942, იქვე), გენერალ-მაიორი (1940). რუსეთის სამოქალაქო (1917–22) და II მსოფლიო ომის (1939–45) მონაწილე. ბრიგადის, დივიზიის მეთაური. ამიერკავკ. ფრონტის სარდლის მოადგილე (1941 ნოემბრიდან), 51-ე ცალკე არმიის სარდალი (1941 დეკემბრიდან). გმირულად დაიღუპა ქერჩთან.