ლია, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ზემო ლია, მახარია, პალური). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ენგურის მარცხ. მხარეს, ზუგდიდი–ჯვარის საავტ. და სარკინიგზო გზაზე. ზ. დ. 315 მ, 1523 მცხ. (2014).
სახელწოდება მომდინარეობს ძვ. ქართული სიტყვიდან „ლია“, რ-იც საფლობ ტალახს ნიშნავს.
არქეოლ. გათხრების შედეგად სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. რიყის ქვით ნაგები შენობის ნაშთი და I–II სს. ხუთი სამარხი. სოფელში დგას შუა საუკუნეების ციხესიმაგრე.