ლეღვა

ლეღვა, სოფელი აჭარის არ-ის, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აჭარა-გურიის მთისწინეთში. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., სკურა, ცხრაფონა); სოფელში გადის ქობულეთი–ოზურგეთი–ჩოხატაური–საჯავახოს საავტ. გზა. ზ. დ. 120 მ, ქობულეთიდან 14 კმ. 2081 მცხ. (2014). სოფელში გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერ. წყალი. დებიტი 4000 ლ/დ.