„ივერია“

„ივერია“ (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება), ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. დაარსდა 2013 თბილისში ადგილობრივი ინვესტიციით. პირველი პროდუქცია გამოუშვა 2014 თებერვალში. საწარმო აღჭურვილია მოწინავე ევრ. წარმოების უახლესი დანადგარებით. მისი საპროექტო სი­მძლავრეა 8–10 ტ მზა პროდუქცია დღეში (2015). უშვებს სოსისს, მოხარშულ ძეხვსა და სერველადს, აგრეთვე დელიკატესებს, სულ 70-მდე დასახელების პროდუქციას, მ. შ. სამარხვოს (სოსისი, მოხარშული ძეხვი და სერველადი), რ-იც "ი-მ" პირველმა დანერგა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბელგიური კომპანიის („Clarys Food Ingredients") სპეციალისტების დახმარებით. ამ პროდუქტში შემავალი ყოველი ინგრედიენტი (სოკო, წიწიბურა, ბრინჯი, სოიო, მცენარეული ცილა და სხვ.) ვეგეტარიანულია და არ შეიცავს ცხოველურ ცილასა და ცხიმს. „ი-ს" წარმოებისათვის საჭირო ნედლეული ამერ. და ევრ. სხვა­და­სხვა ქვეყნებიდან შემოაქვს. მისი პარტნიორი კომპანიებია: „ვან ჰესი" (გერმანია); „ვიბერგი", „ალმი", „შალერი" (ავსტრია) და სხვ. პროდუქცია გამოდის სავაჭრო ნიშნით „ივერია". კომპანიას თბილისსა (3) და ბათუმში (1) აქვს რამ­დე­ნი­მე საფირმო მაღაზია, რ-თა გაფართოება იგეგმება.

პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის შე­სა­ბა­მი­სად, 2016 წლის ბოლოს გლდანში ექსპლუატაციაში შევიდა საწარმოს ახ. შენობა, რ-იც 4300 მ² ფართობზეა განთავსებული.