„ივერია“

„ივერია“, ჟურნალი (1949–91), სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდული ორგანო. გამოდიოდა პარიზში. სულ გამოიცა 36 ნომერი. სხვა­და­სხვა დროს მისი რედაქტორები იყვნენ: ე. პატარიძე, ს. ჭირაქაძე, მ. ქავთარაძე, ო. პატარიძე. სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ: გ. გაბ­ლიანი, გ. ზალდასტანი­შვილი, ა. მანველი­შვილი, გ. პატარიძეუროტაძისა, ჯ. კაშია. მათთან ერთად ჟურნალთან თანამშრომლობდნენ რ. ივანიცკი-ინგილო, შ. ­კალანდაძე, ა. ს. ასათიანი, რ. გაბა­შვილი. მრავლისმომცველია „ი-ის" ბეჭდვითი პროდუქცია. საყურადღებოა შემდეგი წერილები: ს. ჭირაქაძე, „სპირიდონ კედიას მოღვაწეობა" (N1, 1949); რ. ინგილო, „ეკლესია და სა­ხელ­მწიფო" (N2, 1949); „შოთა რუსთაველის საფლავი იერუსალიმში" (გ. სვეტის წერილი, თარგმნილი გ. აბულაძის მიერ; N9, 1961); შ. კალანდაძე, „გრიგოლ რობაქიძის ხსოვნას" (N10, 1963); გ. გაბლიანი, „მეორე მსოფლიო ომი და ქართველები" (N24, 1981); ა. მანველი­შვილი, „რუსეთის ორიენტაცია" (N27, 1984); ჯ. კაშია, „სტალინიზმის არსება" (N29, 1986); მ. ქავთარაძე, «ჩვენი დროის „სიბრძნე სიცრუისა"» (N12, 1966). ჟურნალის ნომრები ინახება გ. შარაძის კერძო კოლექციაში, ივ. ჯავახი­შვილის სახ. თსუ-ის ქართ. ემიგრაციის მუზეუმში.

ლიტ.: შ ა რ ა ძ ე  გ., უცხოეთის ცის ქვეშ, წგ. 3, თბ., 1993.

თ. დოლიძე