„ივერია“

„ივერია“, სრულიად სა­ქარ­თველოს მწე­რალ­თა კავ­ში­რის ყოველკვი­რეული გაზეთი. გამოდიოდა თბილისში 1923 გაზ. „ხომლის" ნაცვლად. სულ გა­მო­ვი­და 2 ნომერი. დაიბეჭდა მწე­რალ­თა კავ­შირის 1923 კონფერენციის მასალა, ს. მგალობლი­შვილის, ლ. ქიაჩელის და სხვა მწე­რალ­თა ლიტ. ნაწარმოებები.