ლადევალი

ლადევალი, ლედვალი, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების – ნაკრისა და დოლრის წყალგამყოფ ცალგმილის ქედზე. სიმაღლე 3488 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. ახასიათებს ნივალური ლანდშაფტი. მისასვლელი გზა შედის მდ. ნაკრის ხეობიდან.