ლავრელაშვილი გაბრიელ დავითის ძე (1. I. 1912, – 21. VII. 1996), ანიმაციური კინოს რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1981). დაამთავრა გეოლოგიურ-საძიებო ტექნიკუმი (1934). 1937-იდან მუშაობდა „თბილისის კინოსტუდიის“ (შემდგომში „ქართული ფილმი“) მულტსაამქროში მხატვარ-შემფერადებლად, 1947- იდან – მხატვარ-ანიმატორად. როგორც დამდგმელმა რეჟისორმა გადაიღო ანიმაციური ფილმები: „მონადირენი“ (1968), „კაცი და ლომი“ (1969), „კიბე“ (1970), „ლურჯი მელია“ (1971), „შაქრო და ზაქრო“ (1973), „ზღვაოსნური“ (1974), „მგელცხვრიანი“ (1977), „მეზობლები“ (1977), „ბულბულის იუბილე“ (1978), „ყურშა გაყოყოჩდა“ (1984).
მ. კერესელიძე