ლაზვიანი

ლაზვიანი, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (ბაზალეთის თემი), ბაზალეთის ტბის აღმ-ით, მდ. საკრამულისხევზე (არაგვის მარჯვ. შენაკადი). ზ. დ. 900 მ, დუშეთიდან 9 კმ. 67 მცხ. (2014).

სოფელში დგას ქართული არქიტ. ძეგლი – ფშაველის გვიანდ. შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია, რ-იც ნაგებია რიყის ქვით, გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.