ლაზიკე

ლაზიკე, გეოგრაფიული პუნქტი, მდებარეობდა ნიკოფსიიდან (თანამედროვე ტუაფსე) ჩრდ.- დას-ით შავი ზღვის სანაპიროზე. ასახელებენ II ს. ავტორები ფლავიუს არიანე და კლავდიუს პტოლემაიოსი. არიანე მას „ძველ ლაზიკეს“ უწოდებს, რაც ამ ტერიტორიაზე კოლხური მოსახლეობის არსებობას ადასტურებს.

ლიტ.: ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, თ. ყაუხჩიშვილის გამოც., თბ., 1983; ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; ლორთქიფანიძე მ., აფხაზები და აფხაზეთი, თბ., 2012.