ლაზისტანი

ლაზისტანი (სპარს.-თურქ. – Lazistan), კავკასიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქართული ისტორიული და კულტურული რეგიონის, ლაზეთის თურქული სახელწოდება. ამჟამად უმეტესად თურქეთის რესპ. ფარგლებშია. ტერმინი ლ. თურქეთში აიკრძალა 1926 და დაერქვა შავიზღვისპირელი (Karadenızli).