ლაიბგვარდია, მონარქის პირადი დაცვისა და რჩეული სამხედრო ნაწილების საპატიო სახელწოდება ზოგიერთ მონარქისტულ ქვეყანაში. მეფის რუსეთში ლ. ეწოდებოდა ყველა გვარდიულ ნაწილს, გერმანიასა (1918-მდე) და დიდ ბრიტანეთში – ცხენოსანთა გვარდიის ზოგიერთ პოლკს. „ლაიბ“-ს უმატებდნენ აგრეთვე არმიის იმ პოლკების სახელწოდებას, რ-თა შეფიც იყო იმპერატორი ან დედოფალი.