ლაითაძე მიხეილ სერგოს ძე

ლაითაძე მიხეილ სერგოს ძე (დ. 15. III. 1944, თბილისი), არქიტექტორი, საქართვ. დამს. არქიტექტორი (2009). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამშ. ფაკ-ტი არქიტექტურის სპეციალობით (1967). 1967–88 მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ არქიტექტორად (1972-იდან – პროექტის მთ. არქიტექტორი), 1988–97 – თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის საპროექტო-სარეკონსტრ. ბიუროს დირექტორის მოადგილედ. ძირითადი ნამუშევრები: შინმოუსვლელთა მემორიალი (სოფ. ალიბეგლო, კახის რ-ნი, აზერბაიჯანი; 1981, თანაავტორები – მხატვარი უ. იმერლიშვილი, არქიტ. ვ. ქობულია); გაგრაში – 240-ადგილიანი კლიმ.-ბალნეოლ. კლინიკა (1985, ავტორთა ჯგუფთან ერთად) და სახელმწ. ბანკი (1986, არქიტ. ც. ჩიკვაიძესთან ერთად); ორივე დაჯილდოებულია დიპლომით სოფიის არქიტ. მსოფლიო ბიენალეზე (1987, ბულგარეთი); საცხოვრ. სახლი დიღომში (2010).