ლაიშურა

ლაიშურა, მდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მდ. ხანისწლის (რიონის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს მესხეთის ქედის ჩრდ. კალთაზე 2220 მ სიმაღლეზე; სიგრძე – 23 კმ, აუზის ფართ. – 117 კმ 2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი – 3,13 მ 3/წმ.