ლაკუასტის ციხე

ლაკუასტის ციხე, ლაკუათის ციხე, ლაგოეთის ციხე, მდებარეობდა ლაგოდეხში. შემორჩენილია რიყის ქვითა და კირის დუღაბით ნაგები გალავნის ნაშთი. წერილობით წყაროებში ციხე იხსენიება VIII ს-ში. ჯუანშერის ცნობით, ერისმთავარმა არჩილმა (668–718) „ჴევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე“. ვახუშტი ბაგრატიონი ციხეს ლაკუათის სახელწოდებით მოიხსენიებს: „ამას ზეით, ჩდილოთ კერძ, ველსა ზედა, ციხე ლაკუათისა, მ~დ მეფის არჩილისგან ქმნული და აწ ლაგოეთად წოდებული; მაგარი, დიდშენი, გარნა აწ ოჴერი“ (იხ. ლაგოდეხი).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1IV, თბ., 2021.