ლალისყური

ლალისყური, სოფელი კახეთის რეგიონის თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდ. სტორის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. სათავო სოფელი. ზ. დ. 440 მ, თელავიდან 33 კმ. 499 მცხ. (2014).

სოფლის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში შემონახულია ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლები: სოფლის დას-ით, ორიოდე კმ-ზეა გარდამავალი ხანის. ანტონის ჯვრის ორნავიანი ეკლესია, ანტაჯვარი. სოფლის აღმ-ით, მაღალ ბორცვზე, ქვაყრილის სახით შემორჩენილია თამარ მეფის ნატახტარი; გვიანდ. შუა საუკუნეების ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია დგას სოფლის სამხრ-ით, სასაფლაოზე; იმავე პერიოდის ციხე-გალავნის კომპლექსი კი – სოფლის აღმ. განაპირას, მდ. სტორის მარჯვ. ნაპირას; სოფლის ჩრდ-ით ორიოდე კმ-ზე, მთაზე მდებარეობს წყაროსთავის წმ. გიორგის ეკლესია (სავარაუდოდ XV ს.).

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1I, თბ., 2013