ლალხორი

ლალხორი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალის თემის ცენტრი (სოფლები: ლ., აგრაი, დავბერი, ვიჩნაში, იფრარი, ლასკრალი, ხალდე, ხე). მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ხალდეჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) შესართავთან. ზ. დ. 1760 მ, მესტიიდან 34 კმ. 24 მცხ. (2014).