ლამაზი გორა

ლამაზი გორა, მთა ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მესხეთის ქედის ჩრდ. განშტოების, მდინარეების – სულორისა და წაბლარასწყლის (რიონის აუზი) წყალგამყოფ ლობოროტის ქედზე. სიმაღლე 2740 მ. აგებულია შუაეოცენური ვულკანოგენური წყებით. თხემი უტყეოა, კალთები – ტყიანი.