ლამაზი ტბა

ლამაზი ტბა, მყინვარული წარმოშობის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სამსარის ქედის თხემზე. წყლის სარკის ფართ. – 0,11კმ 2, აუზის ფართ. – 1,48 კმ 2, უდიდესი სიღრმე – 16,5 მ, მოცულობა – 1,25 მლნ. მ 3. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაუდინარია. მაღალი დონე აქვს ზაფხულში, დაბალი – ზამთარში. სუფთა და გამჭვირვალე წყალი სუსტად მინერალიზებულია.