ლამინარიასნაირნი

ლამინარიასნაირნი (Laminariales), წაბლა წყალმცენარეების რიგი. ზოგჯერ გიგანტური, ჩვეულებრივ 10–15 მ სიგრძის ზღვის წყალმცენარეებია. თალუსი შედგება ერთი ან რამდენიმე მსხვილი ფოთლისებრი ფირფიტისა და მარტივი ან დატოტვილი საყრდენისაგან, რ-იც რიზოიდებით ან ბალიშისებრი წარმონაქმნით ემაგრება წყალქვეშა ქვებს. განვითარების ციკლში კარგად არის გამოხატული თაობათა მორიგეობა.

წყალმცენარე ხარობს ზომიერ და ცივ წყლებში. ცნობილია 100- მდე სახეობა. ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანია ლამინარიას (Laminaria) გვარი. შეიცავს ცილებს, ცხიმებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს, ნახშირწყლებს, იოდს. გამოიყენება მრეწველობასა და მედიცინაში. ხმარობენ საკვებად, სასუქად, მისგან იღებენ ალგინის მჟავასა და მანიტის სპირტს.