ედენა

ედენა, მწვერვალი რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში. სიმაღლე ზ. დ. 3878 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთები შემოსილია ალპ. და სუბალპ. მდელოებით.