გუფელდი ედუარდ ეფიმის ძე

ე. გუფელდი

გუფელდი ედუარდ ეფიმის ძე (19. III. 1936, კიევი, – 23. IX. 2002, ლოს-ანჯელესი, აშშ), მოჭადრაკე, ლიტერატორი. სსრკ სპორტის ოსტატი (1958), საერთაშ. ოსტატი (1964), საერთაშ. დიდოსტატი (1967). საქართვ. (1977) და სსრკ (1980) დამს. მწვრთნელი. 1969 დაამთავრა ქ. ჩერკასის პედ. ინ-ტი და საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში. იყო მ. ჩიბურდანიძის მწვრთნელი და კონსულტანტი, ფიდეს ორი კომისიის თავ-რე. სსრკ ჩემპიონატის 8 ფინალის, 2 პირველი ლიგის, 33 საერთაშ. ტურნირის მონაწილე. ორგზის (1961, 1962) სტუდენტთა მსოფლიო ჩემპიონი (გუნდურ ჩათვლაში). საჭადრაკო ჟურნალისტთა საერთაშ. ასოციაციის (აიპე) წევრი (1982).

თხზ.: მაია, თბ., 1981 (თანაავტ. ა. ერემიანი); ჭადრაკში დახელოვნების სკოლა, თბ., 1982.

თ. შ. გიორგაძე