ლანჩავა გელა მიხეილის ძე

ლანჩავა გელა მიხეილის ძე (20. I. 1951, თბილისი, – 11. XII. 2006, იქვე), შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი (1993), ვახტანგ გორგასლის ორდენის სრული კავალერი (1994), საქართვ. ეროვნ. გვარდიის ერთ-ერთი შემქმნელი და მისი პირველი ბატალიონის მეთაური (1991); თბილისის სამხ. კომენდანტი (1991–92); საქართველოს შსს შინაგანი ჯარების სარდალი (1992–93); შს მინისტრის მოადგილე (1993–95). შს აკადემიის პრორექტორი (1995– 98); საქართვ. შსს შინაგანი ჯარების სარდლის მთავარი მრჩეველი (2003–04).

ლ. დოლიძე