ლარაკვაკვა, მდინარე ოჩამჩირისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში, ენგურის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს კოდორის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2185 მ სიმაღლეზე. სიგრძე 17 კმ. აუზის ფართ. 86,2 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზამთარში, წყალმოვარდნები – ზაფხულსა და შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 4,37 მ 3/წმ.