ლასილი

ლასილი, მდინარე მესტიის მუნიციპალიტეტში, ენგურის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს სვანეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, 3115 მ სიმაღლეზე. სიგრძე 13 კმ, აუზის ფართ. 40 კმ 2. საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულში, წყალმცირობა – შემოდგომა-ზამთარში. საშ. წლ. ხარჯი 1,60 მ 3/წმ.