ლასტის ციხე

ლასტის ციხე, ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე აღმ. საქართველოში, მდ. ვერისხევის სათავეში (თეთრი წყაროს მუნიციპ.). მოიხსენიებს ვახუშტი ბაგრატიონი (XVIII ს.). გადმოცემის თანახმად, ლ. ც. ააგეს დიდგორის ბრძოლაში (1121) დატყვევებული მტრებისათვის, რადგან არსებულმა ციხეებმა ისინი ვერ დაიტია. ლ. ც- თან გადიოდა შუა საუკუნეებში ცნობილი ე. წ. „სამცხეთო გზა“. შემორჩენილია მხოლოდ სამების ეკლესიის ნაშთი.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.