ლასხედარი

ლასხედარი, ხეობის ტიპის მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის აუზში, ტვიბერის მყინვარის მარჯვ. შენაკადი. სიგრძე 2,1 კმ, ფართ. 1,4 კმ 2. საზრდოობს მწვ. ბაშილისა და ლასხედარის უღელტეხილის სამხრ. კალთებიდან ჩამონადენი მყინვარების ნაკადებითა და ზვავებით. ზედაპირი ნაწილობრივ დაფარულია მორენული მასალით.