ლასხიშვილი ტატო გიორგის ძე

ტ. ლასხიშვილი

ლასხიშვილი ტატო გიორგის ძე (დ. 14. IV. 1960, ქუთაისი), ჟურნალისტი. დაამთავრა სპი (1982), თსუ (1990). 1982–91 იყო საქართვ. ტელევიზიისა და რადიოს სპორტულ გადაცემათა რედაქციის კომენტატორი; 1991–98 – გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთ. რედაქტორის პირველი მოადგილე. 1998-იდან – ამავე გაზეთის მთ. რედაქტორი; 1985-იდან – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000).