ლატფარი

ლატფარი, მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის აღმ. ნაწილში, ლატფარის უღელტეხილის სამხრ.-აღმ-ით, მდ-ების – ლამუშურისწყლისა და ხეშკურის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადები) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 3140 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. კალთები დამრეცია, შემოსილია სუბალპ. ლიხით და ალპ. მდელოებით.

დ. უკლება