ლატფარის უღელტეხილი

ლატფარის უღელტეხილი, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე, მდ-ების – ლამუშურისწყლის (ცხენისწყლის მარჯვ. შენაკადი) და ვალეეშის (ენგურის მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 2830 მ. ლ. უ-ის მიდამო აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით. საჭაპანო გზით აკავშირებს ქვემო სვანეთს (ცხენისწყლის აუზი) ზემო სვანეთთან (ენგურის აუზი).

დ. უკლება